წყალი 18:00 საათამდე შეწყდა - გადაამოწმეთ მისამართები

წყალი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

კომპანიის ცნობით, ვაკეში, ავთო ვარაზის ქ. N 74-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების სირთულიდან გამომდინარე წყალმომარაგების აღდგენის დრომ გადაიწია 18:00 საათამდე.

კომპანია აბონენტებს ბოდიშს უხდის შეფერხებისთვის.