„გუშინ, კოსმოსში უმნიშვნელოვანესი პროცესი დაიწყო“ - რას წერს ასტროლოგი

ხათუნა ნოელი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში წერს, რომ ნეპტუნი სტაციონარულ ფაზაში შევიდა და ეს პერიოდი 11 ივლისამდე გაგრძელდება.

„გრძნობთ, რომ რეალობა „გაიჭედა“ და ბურუსში ხართ? ეს შემთხვევითი არ არის! გუშინ, კოსმოსში უმნიშვნელოვანესი პროცესი დაიწყო - ნეპტუნი სტაციონარულ ფაზაში შევიდა, ანუ დედამიწიდან ის აღიქმება როგორც ერთ წერტილში გაჩერებული.

11 ივლისამდე ასე გაგრძელდება და ეს არ არის რიგითი მოვლენა, შეიძლება ითქვას, რომ ნეპტუნი ახლა სამყაროს მთავარი ღერძია! იმიტომ, რომ ის ერთდროულად უნიკალურ ციურ სამკუთხედს ქმნის ურანთან და პლუტონთან ერთად, პლუს, აკეთებს ტრინს იუპიტერთან. ყველა უმაღლესი და სოციალური პლანეტა ერთმანეთს დაუკავშირდა ( სატურნის გამოკლებით). კოლექტიურ დონეზე ეს გლობალური ილუზიების, ფარული საიდუმლოებების გამჟღავნებისა და დიდი იდეოლოგიური გარდატეხის პერიოდია. ამ წერტილში ძველი გზა უკვე შეწყდა, ახალი კი ჯერ არ ჩანს. ასეთი მძლავრი ნეპტუნური ტალღა ან უდიდეს ინტუიციურ ნახტომს გაგაკეთებინებთ, ან სრულ ქაოსში, გაურკვევლობასა და ილუზიებში ჩაგძირავთ,“ - წერს ასტროლოგი.