1783194884
დიმიტრი ხუნდაძე: ანაკლიის პორტის საკონტროლო წილის ფლობა, სახელმწიფოს საშუალებას მისცემს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მიიღოს, რომ ვინმემ ის საქართველოს საწინააღმდეგო ინსტრუმენტად არ გამოიყენოს
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე სოციალური ქსელით ეხმიანება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს.
ხუნდაძის თქმით, ანაკლიის პორტის საკონტროლო წილის ფლობა, სახელმწიფოს საშუალებას მისცემს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მიიღოს, რომ ვინმემ ის საქართველოს საწინააღმდეგო ინსტრუმენტად არ გამოიყენოს.
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო - სახელმწიფოს საკონტროლო პაკეტი ექნება, ხოლო დანარჩენ ნაწილში მონაწილეობას, კერძო ინვესტორები მიიღებენ.
ანაკლიის პორტის საკონტროლო წილის ფლობა, სახელმწიფოს საშუალებას მისცემს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მიიღოს, რომ ვინმემ ის საქართველოს საწინააღმდეგო ინსტრუმენტად არ გამოიყენოს.
სახელმწიფო ამ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას ქვეყნის განვითარების უფრო ფართო მიზნებს დაუკავშირებს.
პორტი უკავშირდება ეკონომიკურ და სატრანსპორტო უსაფრთხოებას და სახელმწიფო მის დაცვას უკეთ განახორციელებს.
ის იქნება პოლიტიკური სტაბილურობის გარანტი და ეკონომიკური წინსვლის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა. რაც მთავარია, ის იქნება საქართველოს ინტერესების დამცველი ქართული პორტი,“ - წერს დიმიტრი ხუნდაძე.











