ვრცელდება მდუმარე ბერის მორიგი წერილი, რომელიც მრევლს კარზე დაუტოვა
1731267110
დღეს გვქონდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან. ძალიან პოზიტიური და დადებითი შეხვედრა იყო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აბსოლუტურად ყველგან გვხვდება გაგება იმ თანამშრომლობის მნიშვნელობისა, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მიმდინარე ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დადებული შეთანხმება, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დადებითად არის მიღებული. მისივე თქმით, სახელმწიფოებს შორის ორმხრივ თანამშრომლობას დიდი პერსპექტივა აქვს.
„რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება, რომელიც შარშან იქნა მიღებული ჩვენს ორ სახელმწიფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, ძალიან პოზიტიურად და დადებითად არის მიღებული. მეორეს მხრივ, ყველა მნიშვნელოვნად აფასებს იმ შესაძლებლობებს, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია შუა დერეფნის განვითარების თვალსაზრისით. აქვე, მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობის სფეროები არის მრავალფეროვანი. მზად ვართ თანამშრომლობისთვის, როგორც ეკონომიკური, ისე კულტურული, ხალხთა შორის ურთიერთობის თვალსაზრისით - ეს არის ძალიან პოზიტიური შედეგი და დღეს შეიძლება ითქვას, რომ იმ ეტაპს, რომელზეც ჩვენ ვართ ორმხრივი თანამშრომლობის თვალსაზრისით, აქვს ძალიან დიდი პერსპექტივები და ამ პერსპექტივების რეალიზებისთვის ორივე მხარე მზად არის.“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.