ზელენსკიმ ტრამპთან მოახლოებული შეხვედრის წინ უსაფრთხოების სასურველი გარანტიები დაასახელა

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპთან მოახლოებული შეხვედრის წინ უსაფრთხოების სასურველი გარანტიები დაასახელა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

კერძოდ, სასურველ გარანტიებს შორის ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაასახელა ევროკავშირსა და ნატოში წევრობა, შეიარაღების სერიოზული პაკეტები და უკრაინის არმიის მხარდაჭერა, ასევე უკრაინის ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოების სამხედრო კონტინგენტის განლაგება.

მისი თქმით, ის მოელის, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია გააგრძელებს უკრაინის გაძლიერების პოლიტიკას.

„ჩვენ გვინდა დავასრულოთ ომი სამართლიანი მშვიდობით, ამისთვის გვჭირდება ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ რუსეთი აღარ დაბრუნდება უკრაინის წინააღმდეგ ომით. ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.