თბილისში, ერთ-ერთი სახლის სარდაფში, მუშებმა 22 კილო ოქრო იპოვეს
1701162730
უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების ინფორმაციით, მათ რუსეთის ბელგოროდის ოლქში ოთხი რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდეს.
სპეციალური ოპერაციების ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩამოგდებულია ორი Ka-52 ტიპის და ორი Mi-8 ტიპის ვერტმფრენი.
„ყველა ვერტმფრენი განადგურებულია მტრის ზურგში განხორციელებული სარაკეტო დარტყმებით, სადაც მოწინააღმდეგეს ავიაციის ასაფრენი ველი ჰქონდა მოწყობილი - შენიღბული პოზიცია ბორტების სწრაფი გადაადგილებისთვის, ან უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალებზე მოულოდნელი შეტევების განხორციელებისთვის“, - ნათქვამია სპეციალური ოპერაციების ძალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.