უკრაინაში 300-კილოგრამიანი ბომბი ჩამოვარდა, რომელიც არ აფეთქდა

უკრაინა

უკრაინაში, იტომირის რაიონში, კოროსტენში 300-კილოგრამიანი ბომბი ჩამოვარდა, რომელიც არ აფეთქდა. ამის შესახებ კოროსტენის მერმა ვლადიმერ მოსკალენკომ განაცხადა.

„ჩვენ გამოვასახლეთ ხალხი იმ მიკრორაიონიდან და პიროტექნიკოსები ჩართულნი არიან ბომბის განეიტრალებაში“,- თქვა მან.

მერის თქმით, ეს ბომბი მრავალბინიან კორპუსებთან რომ აფეთქებულიყო, მსხვერპლი გაცილებით მეტი იქნებოდა.

მოსკალენკომ ასევე თქვა, რომ დილის ორ საათზე სოფლის მიმართულებით თვითმფრინავებიდან რაკეტები გაუშვეს, ბომბები ესროლეს კერძო შენობებს, სადაც ძველი სახლები იყო.

მერის თქმით, შემთხვევის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა, კერძოდ, „დაბომბვის დროს 2 წლის და შვიდი თვის ბავშვს ორივე ფეხი მოეგლიჯა“. ბავშვი მშობლებთან ერთად საავადმყოფოშია.