1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
24 თებერვალს რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ამ დროის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა მრავალი დამპყრობელი შეიპყრეს. მეტიც, უკრაინელებს თავად რუსი დამპყრობლები ნებდებიან, რათა სიცოცხლე შეინარჩუნონ.
ამჯერად ტყვედ ჩრდილოეთ ოსეთში დაბადებული დამპყრობელი ჩავარდა. ომამდე ის უკრაინელ გოგონას, ბერდიჩევს ხვდებიდა. ტყვედ ჩავარდნის შემდეგ მან უკრაინელ ჯარისკაცებს სთხოვა, მიეცეთ საშუალება საყვარელი ადამიანისთვის დაერეკა. გოგონასთან საუბარში მან აღიარა, რომ ომის დასრულება და მასთან ყოფნა უნდა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
„მე ისე მოვიქეცი, როგორც თქვენ მთხოვეთ: მე დავდე იარაღი და ჩავბარდი უკრაინელ სამხედროებს. მინდა შევწყვიტო ომი და ვიყო შენთან!“, - ამბობს დამპყრობელი.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახური აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში სიყვარულმა იხსნა დამპყრობელი სიკვდილისგან.
„ამ შემთხვევაში სიყვარულმა გადაარჩინა მისი სიცოცხლე. ტყვეობა ერთადერთი გამოსავალია დამპყრობლებისთვის. იმიტომ რომ უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს! დიდება უკრაინას", - ნათქვამია განცხადებაში.