სათამაშოს ელემენტმა ბავშვი იმსხვერპლა, მშობლებმა ამ ტრაგედიის შემდეგ მცირე ზომის ბატარეების აკრძალვის კამპანია წამოიწყეს

battery

საბავშვო სათამაშო ერთ-ერთი მოზარდისთვის მომაკვდინებელი აღმოჩნდა, საქმე მცირე ზომის ელემენტზე ფუნქციონირებად სათამაშოს ეხება.

მცირეწლოვანი ბავშვი სათამაშოს ბატარეის გადაყლაპვის შედეგად გარდაიცვალა, შემთხვევა ორი დღის წინ დიდ ბრიტანეთში მოხდა. ამის შესახებ გამოცემა The Sun-ი წერს.

გარდაცვლილი ბავშვის მშობლები სათამაშოებში მცირე ზომის ბატარეების აკრძალვის მიზნით, ახლა მათი შვილის თანატოლების სიცოცხლის დასაცავად პეტიციას ავრცელებენ.

ისინი ჰყვებიან, რომ პატარა ჰიუ მაკმაჰონმა, სავარაუდოდ, პლუშის მაიმუნისგან გადმოვარდნილი მცირე ზომის ბატარეა გადაყლაპა, რამაც მისი ორგანოების შეუქცევადი დაზიანება გამოიწვია. თავდაპირველად, მას ბატარეა საყლაპავ მილში გაეჭედა, შედეგად სისხლი “მჟავად ექცა”, ხოლო გულში 18 მილიმეტრი დიამეტრის ხვრელი დაეწვა.

ბატარეის გადაყლაპვის შემდეგ, ბავშვმა ხველა დაიწყო და გონება დაკარგა. მშობლებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა, წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ მას ბატარეა ჰქონდა გადაყლაპული.

საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, ბავშვს 12 ოპერაცია ჩაუტარდა. საბოლოოდ, მას შემდეგ, რაც მედიკოსებს მოზარდის მდგომარეობის გაუმჯობესების იმედი გადაეწურათ, მშობლებმა მისი აპარატიდან გამორთვის გადაწყვეტილება მიიღეს.

ბავშვის გარდაცვალების შემდეგ მამამ აღმოაჩინა, რომ ბატარეა აკლდა მისი ბავშვის სათამაშო პლუშის მაიმუნს, რომელიც შეიცავს პლასტმასის მექანიზმს გულის ცემის სიმულაციისთვის.

ახლა მშობლები კამპანიას უდგანან სათავეში, რომელიც მიზნად მცირე ზომის ბატარეების აკრძალვას ისახავს.