ლოცვა, რომელიც მრევლმა დღეს უნდა წაიკითხოს - 22 დეკემბერს „მოულოდნელი სიხარულის" ხატის დღესასწაულია
1734862563
აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის მორიგი ორ მილიარდიანი სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ აცხადებს. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა „სიენენს“ განუცხადა.
ამჯერად, უკრაინისთვის შეიარაღება გამოიყოფა არა ამერიკული მარაგებიდან, არამედ მას მწარმოებელ ამერიკულ კომპანიებს დაუკვეთავენ. თუმცა, ამის გამო უკრაინისთვის მიწოდებას შესაძლოა, მეტი დრო დასჭირდეს. საუბარია „ჰაიმარსის“ სისტემებზე, საარტილერიო საბრძოლო მასალებზე, უპილოტო საფრენ აპარატებსა და ასევე სამხედროების მომზადებასა და ტექნიკურ უზრუნველყოფაზე.
დახმარების ახალი პაკეტის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კიევში ვიზიტისას დააანონსა.