უმშვენიერესი ტინა კუნაკი Tiffany & Co.-ს სამკაულებით – ვენსან კასელის ყოფილი მეუღლის უახლესი ფოტოები

ტინა კუნაკი

 ვენსან კასელის ყოფილმა მეუღლემ, ტინა კუნაკმა „ინსტაგრამზე“ ულამაზესი ფოტოების სერია გაავრცელა. როგორც ჩანს, 27 წლის მოდელმა საკულტო ბრენდისგან Tiffany & Co.-სგან საშობაო საჩუქარი მიიღო.

მოდელმა ბრენდის ულამაზესი სამკაულები მოირგო. ეს გახლდათ ჯაჭვის ფორმის ოქროს საყურე და ყელსაბამი, რომელიც ტინას საოცრად უხდებოდა.

ცნობისთვის, მოდელის ყოფილი მეუღლე, ვენსან კასელი ნარა ბაპტისტასთან პირველ საერთო შვილს ელოდება. ბავშვის სქესი ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, კასელს მონიკა ბელუჩისთან ორი, ხოლო ტინა კუნაკთან ერთი ქალიშვილი ჰყავს.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by tinakunakey (@tinakunakey)