პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ომის დაწყებიდან ერთი წლისთავს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„24 თებერვალს მილიონობით ჩვენგანმა გააკეთა არჩევანი. არა თეთრი დროშა, არამედ ლურჯი და ყვითელი დროშა. არა გაქცევა, არამედ დაპირისპირება, მტრის წინაშე. წინააღმდეგობა და ბრძოლა.
ეს იყო ტკივილის, დარდის, რწმენისა და ერთიანობის წელი. და ეს ჩვენი უძლეველობის წელია. ვიცით, რომ ეს იქნება ჩვენი გამარჯვების წელი!“, – წერს ზელენსკი.
ცნობისთვის, უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა. ქალაქი, რომლის აღებაც პუტინს 3 დღეში სურდა ისევ დგას. ომის წლისთავზე კიევში უამრავ სტუმარს ელიან. იგეგმება საგანგებო სხდომა რადაში.
ზუსტად ერთი წლის წინ, გამთენიისას, დაახლოებით 6-ის ნახევარზე, პუტინის ბრძანებით, რუსულმა ძალებმა სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე პირველი სარაკეტო იერიში მიიტანეს და საოკუპაციო ძალებმა დამოუკიდებელი ქვეყნის საზღვარი გადალახეს.
რუსული აგრესიის ერთი წლის თავზე ოკუპანტი ქვეყნის მთავარი სამიზნე ისევ დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტია. ბრძოლა ქალაქზე კონტროლის მოსაპოვებლად ამ დრომდე გრძელდება.რუსეთი ბახმუტის მიმართულებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ სახმელეთო ოპერაციას ატარებს. უკრაინელი სამხედროების განცხადებით, დიდია ალბათობა, რომ ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილზე კონტროლი დაკარგონ. უკრაინულმა ძალებმა მარტო გასული ღამის განმავლობაში რუსული არმიის 90 იერიში მოიგერიეს.