საკოორდინაციო შტაბი განცხადებას ავრცელებს
1740494809
ბიზნესმენი ოლეგ ტინკოვი, რომელიც ლეიკემიას ებრძვის, ომის წინააღმდეგ გამოვიდა. მისი თქმით, სახელმწიფოებმა ფული უნდა დახარჯონ ადამიანების მკურნალობასა და კიბოსთან ბრძოლის გზების ძიებაში.
მილიარდერი ბიზნესმენი ოლეგ ტინკოვი უკრაინაში სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგია. „უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან უკრაინაში ახლა, ყოველდღე, ეს წარმოუდგენელი და მიუღებელია! სახელმწიფოებმა ფული უნდა დახარჯონ ადამიანების მკურნალობაზე, კიბოს დასამარცხებლად კვლევებზე და არა - ომზე. ჩვენ ამ ომის წინააღმდეგი ვართ!” დაწერა ბიზნესმენმა ინსტაგრამზე.
ტინკოვი წერდა, რომ მისი ფონდი იხსნის ადამიანების სიცოცხლეს, რომლებსაც სისხლის კიბო განუვითარდათ. „მე თვითონ, თითქმის ორჯერ რომ აღმოვჩნდი ცხოვრების მეორე მხარეს, ბოლო 2 წლის განმავლობაში დავინახე, რამდენად მყიფეა ცხოვრება! და ის ერთადერთია!“ - თქვა ტინკოვმა.
საკოორდინაციო შტაბი განცხადებას ავრცელებს
1740494809
როდიდან გამოიდარებს საქართველოში?
1740423990