ხვიჩა კვარაცხელია მერაბ დვალიშვილს და საბა ლაზიშვილს მიმართავს

ხვიჩა კვარაცხელია

მერაბ, საბა! მადლობა და თქვენს გვერდით ვართ! კიდევ ერთხელ აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს იყო ქართველი, კაცი და ადამიანი,- ამის შესახებ ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს და აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება.

მერაბ, საბა! მადლობა და თქვენს გვერდით ვართ! კიდევ ერთხელ აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს იყო ქართველი, კაცი და ადამიანი. განსხვავებით იმათგან, ვინც ლაჩრულად, უკნიდან მოპარვით და უთანასწოროდ შეეცადნენ თქვენს დაჩაგვრას, კაცები ასე არ იქცევიან და რა თქმა უნდა, ეს არ გამოუვიდათ და ქართველებთან არც არასდროს გამოუვათ,“ - წერს ფეხბურთელი.

UFC-ის ქართველ მებრძოლს, მერაბ დვალიშვილს, აბუ-დაბიში UFC-ის მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები ზურგიდან თავს დაესხნენ.

ინციდენტთან დაკავშირებით, ამ დრომდე არ წყდება გამოხმაურებები ქართველი და უცხოელი სპორტსმენების, ინფლუენსერებისა და საზოგადოების მხრიდან.

✕