ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
რუსეთი უკრაინაში სამხედრო ინტერვენციას აგრძელებს.
„დღეს უკვე შეიძლება იმის კონსტატირება, რომ რუსეთის ძალებმა დაიწყეს ბრძოლა დონბასისთვის, რისთვისაც ემზადებოდნენ. რუსეთის არმიის ძალიან დიდი ნაწილი ახლა კონცენტრირებულია ამ შეტევისთვის. რამდენი რუსი სამხედროც არ უნდა გაგზავნონ იქ, ჩვენ თავს დავიცავთ და ვიბრძოლებთ. ამას ყოველ დღე გავაკეთებთ. არაფერს უკრაინულს არ დავთმობთ, სხვისი კი უბრალოდ არ გვჭირდება. მადლობელი ვარ ყველა ჩვენი მებრძოლის, ყველა ჩვენი გმირი ქალაქის დონბასში, მადლობელი ვარ მარიუპოლისა და ხარკოვის ოლქის ქალაქების, რომლებიც დგანან, რომლებიც იცავენ მთელი უკრაინის ბედს და დამპყრობელთა ძალებს აკავებენ “, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.
„დონბასი. რუსების შეტევაზე ახლა ბევრი ყალბი ინფორმაცია ვრცელდება. დაიწყო ომის მეორე ფაზა, თუმცა გეტყვით, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ყველაფერი საიმედოდ აქვთ. გჯეროდეთ ჩვენი არმიის, ის ძალიან ძლიერი გვყავს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა.
უკრაინული მედიაში გავრცელდა ცნობები ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში აფეთქებებისა და ქალქაების - მარინკას, სლავიანსკისა და კრამატორსკის დაბომბვის შესახებ.
უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადა, რუსეთის ძალები შეეცადნენ გაერღვიათ უკრაინის თავდაცვა დონეცკის, ლუგანსკის და ხარკოვის რეგიონების თითქმის მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ.
იქიდან გამომდინარე, რომ მოსკოვი დღეისათვის დონბასის მხოლოდ 1/3-ს აკონტროლებს, მისი ამოცანაა სრულად დაამყაროს კონტროლი დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებზე.
დონბასზე სრული კონტროლის დამყარება, მოსკოვს საშუალების მისცემს შექმნას სახმელეთო დერეფანი (სამხრეთით) ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულამდე.
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ბოლო მონაცემებით, დონბასის რეგიონში 76, ხოლო ჩრდილოეთ უკრაინაში 22 რუსული ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფია განთავსებული.
ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი იგივე BTG არის დროებით ფორმირება, რომელიც არმიაში ბატალიონის ბაზაზე ბრძოლის საწარმოებლად იქმნება. ის მოიცავს 2-4 სატანკო, მოტოქვეით ასეულს, მართული ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების ქვედანაყოფს, სანაღმსატყორცნო, სადაზვერვო, საინჟინრო და ზურგის ქვედანაყოფებს. ჯგუფს შეიძლება ცეცხლით მხარს უჭერდეს ვერტმფრენთა ასეულ, არტილერიის დივიზიონი ან საზენიტო დანადგარების ოცეული, ან მათი შედარებით მცირე რაოდენობა.
გაეროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციას გარდაიცვალა 2,072 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. 4 მილიონამდე ადამიანი ლტოლვილად იქცა.