პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის ოლექსი არესტოვიჩის თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალები ცდილობენ ლუგანსკის ოლქის უკრაინისგან მოკვეთასა და უკრაინელი სამხედროების სრულად იზოლირებას.
,,ეს არის რუბეჟნოიე, პოპასნაია, სევეროდონეცკი. მათ დღეს კრემენნაია გამოაცხადეს აღებულად, რეალურად კი არაფერიც არ აუღიათ, ჩვეულებრივი ქუჩის დაპირისპირებაა. მათ უნდათ ის აიღონ, რათა ნახსენები ქალაქები მოკვეთონ "დიდი მიწისგან". ეს არის ლუგანსკის ოლქის ნაწილი, რომლის მოჭრაც სურთ და ასევე ჩვენი სამხედროების იზოლირება და ოპერატიული გარშემორტყმა. მეორე მიმართულება იზიუმიდან ლუგანსკისა და კრამატორსკის მიმართულებით“, - თქვა არესტოვიჩმა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ბრძოლა დონბასისთვის ახლა მიმდინარეობს.
მისი კომენტარი მოჰყვა სხვა მაღალი თანამდებობის პირების გაფრთხილებას, რომ რუსეთმა დაიწყო მოსალოდნელი თავდასხმა აღმოსავლეთ რეგიონზე.
,,ჩვენ ახლა შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ რუსეთის ჯარებმა დაიწყეს დონბასისთვის ბრძოლა, რასაც დიდი ხნის განმავლობაში ამზადებდნენ. რუსული არმიის დიდი ნაწილი ამ შეტევაზეა ფოკუსირებული“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მანამდე, ზელენსკის შტაბის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა აღნიშნა, რომ ,,ომის მეორე ეტაპი დაიწყო“ იერმაკმა თანამემამულე უკრაინელებს Telegram-ის მეშვეობით მიმართა - ,,გჯეროდეთ ჩვენი არმიის, ის ძალიან ძლიერია“.