დააკავეს დედა და ბებია, რომლებმაც 8 წლის ბიჭი სცემეს და საღორეში ჩაკეტეს - ახალი დეტალები
1745609228
შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული ვიზიტი შედგა უკრაინაში, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
„შედეგის მიხედვითაც, ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ბევრი გაუგებრობა გაიფანტა ვიზიტის განმავლობაში. აღმოჩნდა, რომ არაერთი ის ინფორმაცია, რომლის გარშემოც წუხილი ჰქონდათ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს დაფუძნებული იყო ტყუილზე და ეს ტყუილი მათ მიეწოდებოდათ შესაბამისი დაჯგუფებების მხრიდან საქართველოში, რომლებიც არ ერიდებიან ჩვენი ქვეყნის ირგვლივ ფეიკ ნიუსების კულტურას, ამ კულტურის დამკვიდრებას“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
პარლამენტის თავმჯდომარის მასპინძელი უკრაინაში რადის თავმჯდომარე იყო. ქართულმა დელეგაციამ მეგობრებს სამძიმარი და მხარდაჭერა უმაღლეს დონეზე დაუფიქსირეს. ვიზიტის ფარგლებში დეპუტატები რუსეთის მიერ განადგურებულ ქალაქებს ეწვივნენ.