რუსეთმა ტოქსიკური ქიმიკატების შემცველი საბრძოლო მასალის გამოყენებით 626 თავდასხმა განახორციელა - უკრაინის გენშტაბი

უკრაინა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში ტოქსიკური ქიმიკატების შემცველი საბრძოლო მასალის გამოყენებით 626 თავდასხმა განახორციელეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება.

„თავდაცვის ძალებმა რუსეთის ფედერაციის მიერ ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების შემცველი საბრძოლო მასალა 626-ჯერ გამოიყენეს. აქედან 51 შემთხვევა მიმდინარე წლის იანვარში დაფიქსირდა“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

უწყების ცნობით, ოკუპანტთა მიერ ქიმიური ნივთიერებების გამოყენების დინამიკა იზრდება და თავდაცვის ძალები ყოველდღიურად10-მდე ასეთ შემთხვევას აღწერენ .