რუსეთის განცხადებით, უკრაინის მიერ ბელგოროდის დაბომბვას 14 ადამიანი ემსხვერპლა - BBC

რუსეთი

რუსეთის ქალაქ ბელგოროდში დაბომბვის შედეგად, 14 ადამიანი გარდაიცვალა, 100-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ BBC რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლთა შორის 2 ბავშვია. ამასთან, დაშავებულია 15 არასრულწლოვანი.

თავდასხმა რუსეთის ქალაქებზე უკრაინამ დრონებით განახორციელა. მათ შორის, დაიბომბა ბელგოროდი და ბრიანსკი.