რუსების მიერ ხერსონის დაბომბვას ბავშვი ემსხვერპლა

ხერსონი

ხერსონში რუსეთის თავდასხმისას, ჭურვის აფეთქების შედეგად ბავშვი დაიღუპა, დაშავდა კიდევ სამი ადამიანი. ამის შესახებ ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ პროკუდინმა Facebook-ზე განაცხადა.

"მტერმა ხერსონს დაარტყა. ამ დროს მაღაზიასთან ბავშვები იყვნენ. 14 წლის ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა. 9 წლის ბიჭის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მას თავის ტვინის დაზიანება აქვს. ექიმები მისი სიცოცხლისთვის იბრძვიან. 32 წლის ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 65 წლის ქალი ზურგშია დაჭრილი. დაშავებულები საავადმყოფოში მკურნალობენ." - წერს პროკუდინი.