ავტოტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის წესები იცვლება
1732685572
მას შემდეგ, რაც რუსეთი დამოუკიდებელი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა, ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი არ წყნარდება. ასეთი პროგნოზი უკრაინელმა პოლიტოლოგმა, ვლადიმერ ფესენკომ გააჟღერა.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებობს მთელი რიგი ფაქტორები, რომლებიც მიუთითებს უკრაინაში რუსეთის ომის გაჭიანურების შესაძლებლობაზე.
„პუტინი არ დამშვიდდება, ის უბრალოდ არ დატოვებს უკრაინას პირველი წარუმატებლობის შემდეგ. ამიტომ, ჩვენ უნდა მოვემზადოთ რუსეთის არმიის ახალი თავდასხმების მოსაგერიებლად... ჩვენ გვჭირდება უკრაინის შეიარაღებული ძალების გრძელვადიანი მომარაგების პროგრამა. ჩვენი მომავალი გამარჯვების წინაპირობაა“, - განაცხადა ფესენკომ.
პოლიტოლოგის თქმით, პუტინი უკრაინას მხოლოდ პირველი წარუმატებლობის შემდეგ არ დატოვებს.
„რუსეთის პირდაპირი საფრთხე ალიანსის წევრი ქვეყნებისთვის აღიქმება, როგორც გრძელვადიანი. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა სასწრაფოდ უნდა აღადგინოს თავი, როგორც რეალური თავდაცვითი სტრუქტურა. ეს ასევე გულისხმობს ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ხარჯების სასწრაფო ზრდას. ჩვენ უნდა ვისაუბროთ იარაღის წარმოების გაზრდაზე და ნატოს თავდაცვის პოტენციალის გაძლიერებაზე“, - აღნიშნა ფესენკომ.