მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინა დაჟინებით ითხოვს უსაფრთხოების გარანტიების სისტემის ჩამოყალიბებას

მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინა დაჟინებით ითხოვს უსაფრთხოების გარანტიების სისტემის ჩამოყალიბებას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

პოდოლიაკის თქმით, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ყირიმისა და დონბასის საკითხი უკრაინისა და რუსეთის პირველმა პირებმა უნდა გადაწყვიტონ.​ პოდოლიაკი მიიჩნევს, რომ რუსეთი უფრო კონსტრუქციული გახდება მოლაპარაკებების პროცესში, როდესაც გააცნობიერებს, რომ ომის შედეგად უკრაინაზე მეტი დანაკარგი აქვს.

„იმისთვის, რომ ეს მოხდეს, აუცილებელია, არმია ეფექტურად ფუნქციონირებდეს. ამისთვის კი, აუცილებელია, ჩვენი პარტნიორები ადეკვატურად დაგვეხმარონ. თუ არ გსურთ არასაფრენი ზონის შექმნა, მოგვეცით ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემები, რომ ჩვენ თავად დავხუროთ ცა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა.