„სამ ადგილას გაზი ჟონავდა... ძალიან ვიტანჯები, ხალხო, დავიღალე“ - თამო ვაშალომიძე ახალ სახლში გადასვლის შემდეგ განცდილ პანიკურ შიშებზე საუბრობს

თამო ვაშალომიძე

ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიისა და გაზის აფეთქებების ფონზე, მოდელი თამო ვაშალომიძე  ვიდეომიმართვას ავრცელებს და პირად გამოცდილებაზე საუბრობს. როგორც აღმოჩნდა,  ახალ სახლშიც სამ ადგილას ჟონავდა ბუნებრივი აირი, რამაც მას ძლიერი სტრესი და უძილობა დაუტოვა. ვაშალომიძე აღიარებს, რომ უკვე ოთხი თვეა ღამით დაძინების ეშინია, გათენებას ელოდება და სიმშვიდის მოსაპოვებლად სპეციალისტების ხელახლა მიყვანას გეგმავს.

„რაც ამ სახლში გადმოვედი, მეგობრებო, 10-ჯერ ჩავწერე ეს ვიდეო და 10-ჯერ წავშალე. აი, მგონია, რომ ყოველი დღის შემდეგ რაღაც შეიცვლება და ამაზე საუბარს ვარიდებდი თავს. ხვალ უნდა დავურეკო გაზის კომპანიას და შევამოწმებინო. ჯერ ხომ ისე მქონდა შიში, ვერ ვიძინებდი. ახლა, ამ ტრაგედიის შემდეგ უარესად ვარ, მით უმეტეს, გაზი გასდიოდა, კი გააკეთეს, შემოწმებულია, მაგრამ მაინც ვნერვიულობ.

ორი-სამი კვირის წინ გაზის სუნი იყო სამზარეულოში... დავრეკეთ, სადაც რეკავენ, გაზის კომპანიაში, გვითხრეს მოვალთ ორ-სამ დღეშიო.

ახლა ორი-სამი დღე სად დაველოდებოდი? სუნი იყო საშინელი. მოვიყვანე ხელოსნები და სამ ადგილას გაზი ჟონავდა. გავაკეთებინე, მაგრამ დღეს უნდა დავრეკო და მაინც მოვიყვანო.

ახლა ამაზე დამეწყო ეს შიშები, ეს საშინელება. ვაიმე, აი, ოღონდ ეს გადამალახვინა და ეს შიშის გრძნობა არ მქონდეს, არ ვიცი. ძალიან ვიტანჯები, ხალხო, ძალიან, ძალიან ვიტანჯები. დავიღალე...

თუ ჩამეძინა, როგორც კი გამომეღვიძება, მაშინ ვეუბნები ჩემს თავს, არაფერი არ ხდება, დამშვიდდი, დაწყნარდი.

ვიცი, მეტყვით, პანიკური შეტევებიაო. ფაქტია, რომ ეს გრძელდება უკვე რამდენიმე თვეა, ოთხი თვეა ასე ვარ. აი, ოთხი თვეა, რაც აქ გადმოვედი, ასე ვარ და იმედია, ეს ჯოჯოხეთი დასრულდება“, - ამბობს თამო ვაშალომიძე.

✕