1795290000
„რატომ ვერ იგრძნო მამაკაცმა გაზის სუნი, სანამ მის ბინაში აფეთქება მოხდებოდა...“ - რას ამბობს „თბილისი ენერჯის“ დირექტორის მოადგილე
ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით „თბილისი ენერჯის“ დირექტორის მოადგილე განმარტავს, თუ რატომ ვერ იგრძნო მამაკაცმა ბუნებრივი აირის სუნი, რომელსაც სპეციალური ნივთიერება - ოდორანტი ემატება.
„რატომ ვერ იგრძნო მამაკაცმა გაზის სუნი, როდესაც მას სპეციალური ნივთიერება - ოდორანტი ერევა? რატომ ვერ იგრძნო ამ ადამიანმა სუნი? როგორც კი შეძლებს, ალბათ, თვითონვე მოყვება, რა მოხდა მის ბინაში, რა ქმედებები განახორციელა. ერთი, რაც ვიცით, არის ის, რაც თვითონ თქვა: „ვწვალობდი და ვერ ავანთეო“. შემდეგ რა მოხდა, მხოლოდ მან იცის“, - ამბობს „თბილისი ენერჯის“ დირექტორის მოადგილე „პალიტრანიუსთან“ საუბრისას.
ცნობისთვის, ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებას ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აფეთქების შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი შენობა.
მომხდარის ზუსტი მიზეზებისა და გარემოებების დადგენა მიმდინარეობს.











