მხარი დაუჭირეთ კვარას - „ოქროს ბურთის“ ოფიციალურმა გვერდმა კვარაცხელიას ვიდეო გამოაქვეყნა
1790112207
მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა დედაქალაქში "ნაწილობრივი მობილიზაციის" დასრულება გამოაცხადა. მისი თქმით, 17 ოქტომბერს 14:00 საათზე მობილიზაციისთვის გახსნილი პუნქტები დაიხურა.
„პრეზიდენტის ბრძანებულებისა და თავდაცვის სამინისტროს ინსტრუქციების საფუძველზე დაწესებული ნაწილობრივი მობილიზაციის ამოცანები სრულად შესრულებულია“, - განაცხადა მან.
სერგეი სობიანინს არ უსაუბრია, რას გულისხმობდა ამოცანების "სრულად შესრულებაში" და რამდენი ადამიანი გაიწვიეს კონკრეტულად მოსკოვიდან.
14 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთში მობილიზაცია ორ კვირაში დასრულდება. მისივე მტკიცებით, 21 სექტემბრის შემდეგ, სავარაუდოდ, 222 000 ადამიანის მობილიზაცია განხორციელდა.