სამხრეთ კორეის სამხედრო უწყების ცნობით, რუსეთის რამდენიმე სამხედრო თვითმფრინავი ქვეყნის საჰაერო სივრცეს მიუახლოვდა, თუმცა ზონა მალევე დატოვა

დუბლინიდან რომში მიმავალი თვითმფრინავი საფრანგეთში, ნორმანდიის საჰაერო ბაზაზე დასვეს

სამხრეთ კორეის სამხედრო უწყების განცხადებით, რუსეთის რამდენიმე სამხედრო თვითმფრინავი იაპონიის ზღვის თავზე სამხრეთ კორეის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში მცირე ხნით შევიდა.

სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბების მეთაურების ცნობით, რუსული თვითმფრინავები კუნძულ ულლუნდოს მიუახლოვდნენ, რის შემდეგაც ზონა დატოვეს. საპასუხოდ, სამხრეთ კორეის საჰაერო ძალებმა გამანადგურებლები ააფრინეს.

სამხედროების განცხადებით, რუსულ თვითმფრინავებს ქვეყნის საჰაერო სივრცე არ დაურღვევიათ.

მანამდე ჩრდილოეთ კიონსანის პროვინციის ხელისუფლებამ კუნძულ ულლუნდოს მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდა. გაფრთხილება დაახლოებით ხუთ წუთში გაუქმდა, თუმცა, მედიის ცნობით, შეტყობინებაში თვითმფრინავები შეცდომით ჩრდილოეთ კორეის შესაძლო სამხედრო ავიაციად იყო იდენტიფიცირებული.

✕