პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ყოფილი პრემიერმინისტრი, დმიტრი მედვედევი ამბობს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი „პუტინის გეგმის მიხედვით“ მიმდინარეობს. ამის შესახებ მან ინტერვიუს დროს ისაუბრა.
მისივე თქმით, ომი იქამდე გაგრძელდება, სანამ უკრაინა „ნორმალური მეზობელი“ არ გახდება.
"ეს მიზნები ეხება უკრაინის მომავალს, უკრაინის სტატუსს, როგორც ნეიტრალური სახელმწიფოსი. სახელმწიფოსი, რომელიც არ არის მილიტარისტული. სახელმწიფოსი, რომელიც არის ჩვენი ნორმალური მეზობელი, რომელიც უნდა იყოს ჩვენი ნორმალური მეზობელი. ამიტომ, უკრაინის "დემილიტარიზაციის" და "დენაციფიკაციის" შედეგების მისაღწევად, სპეციალური ოპერაცია შესაბამისად უნდა გაგრძელდეს, როგორც პრეზიდენტმა ჩაიფიქრა", - თქვა მედვედევმა.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ კიევი საუბრობს იმ დიდ დანაკარგებზე, რომელსაც მოსკოვი განიცდის. რუსეთი დაღუპული ჯარისკაცებისა და განადგურებული ტექნიკის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ომის დაწყებიდან ერთი თვის თავზე რუსეთმა ვერ შეძლო ვერც ერთი დიდი ქალაქის დაკავება.