პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
კიდევ ერთი სულის შემძვრელი ისტორია ვრცელდება უკრაინიდან. როგორც სოციალურ ქსელში ლევან გორგილაძე წერს, 33 წლის მეზღვაურს, ოკუპანტებმა ოჯახის ყველა წევრი მოუკლეს.
„საშინელი ამბავია... უკრაინელი 33 წლის ბიჭი მოვიდა ჩვენთან პუნქტში. მეზღვაურია და რეისიდან დაბრუნდა.
ახლახან გაიგო რომ ოჯახი ამოუწყვიტეს - (დედა, მამა, და, შვილი, ცოლი). თავის მოკვლაც სცადა და აქ მოიყვანეს. ახლა ფსიქოლოგი ესაუბრება გაყინულ ადამიანს და არანაირი შედეგი. დასრულდა ჩემი სიცოცხლეო იძახის!
და ამის შემდეგ კიდევ არსებობთ ამ აგრესიის გამპრავებლები და სული ისევ არ გეყინებათ?!
არსებობს რაიმე სანუგეშო სიტყვა, რასაც ამ კაცს ვეტყვით და დავამშვიდებთ?“ - წერს ლევან გორგილაძე.
შეგახსენებთ, 24 მარტს, 19 უკრაინელი მეზღვაური გემ „საფირიდან“, რომელიც ოკუპანტებს კუნძულ ზმეინიზე ტყვედ ჰყავდა აყვანილი გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის ვიცე-პრემიერმა გაავრცელა.
ირინა ვერეშუკის თქმით, გაცვლის შედეგად სახლში დაბრუნდნენ მეზღვაურები კუნძულ ზმეინიდან.