„ხმაურიანი განქორწინების შემდეგ ილია თოფურიას პირად ცხოვრებაში სიახლეა“ – უცხოური მედია UFC-ის მებრძოლის ახალი რომანის შესახებ წერს

ილია თოფურია

UFC-ის ჩემპიონი, ილია თოფურია, რომელმაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორც კარიერული, ისე პირადი ცხოვრების მხრივ გარკვეული სირთულეები გამოიარა, კვლავ ყურადღების ცენტრშია.

უცხოური მედია თოფურიას შესახებ აქტიურად წერს. ვრცელ სტატიას უძღვნის ილია თოფურიას New York Post-ი.

გამოცემა წერს, რომ გასული წელი 29 წლის მებრძოლისთვის განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა – მეუღლესთან, ჯორჯინა უზკატეგუისთან ხმაურიანი განქორწინების შემდეგ, თოფურიამ ოქტაგონზე დაბრუნება სცადა, თუმცა ზაფხულში, UFC-ის „თეთრი სახლის“ ტურნირზე ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლაში ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა და მძიმე, კარიერისთვის თითქმის საბედისწერო ტრავმები მიიღო.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ სპორტული პაუზის პარალელურად, თოფურიას პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეებია.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტო, სადაც ილია ქართველ მოდელს, ლინა სიჭინავას ლოყაზე კოცნის. არსებული ინფორმაციით, კადრი თავდაპირველად ერთ-ერთი მათგანის Instagram-ის „Close Friends“ (ახლო მეგობრების) სთორიში გამოქვეყნდა, მოგვიანებით კი ინტერნეტსივრცეში გავრცელდა.

✕