ლიეტუვა უკრაინას 4 500 დრონს გადასცემს

ლიეტუვა უკრაინას 4 500 დრონს გადასცემს

უკრაინა მიმდინარე კვირაში ლიეტუვისგან 4 500 უპილოტო საფრენ აპარატს მიიღებს, რომელთა საერთო ღირებულება 5 მილიონი ევროა, - ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, დოვილე საკალიენემ განაცხადა.

„მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ამ კვირაში ლიეტუვა უკრაინაში 5 მილიონი ევროს ღირებულების 4 500 დრონს აგზავნის“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, მთავრობის ბოლო სხდომაზე ასევე დამტკიცდა სახელმწიფო აქტივების გადაცემის დაჩქარებული პროცედურა, რაც შეამცირებს უკრაინისთვის დახმარების გადაცემის პროცესში ბიუროკრატიულ პროცედურებზე დახარჯულ დროს.