პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური

გვსურს გამოვეხმაუროთ ,,საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი კონსტიტუციის 78 მუხლის“ მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან საჯარო მოსამსახურის გათავისუფლების შესახებ,- ამის შესახებ ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ინფორმაცია, პროფესიულ კავშირზე დაყრდნობით, გავრცელდა მედიასაშუალებების მიერაც. 

„ვაცხადებთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს დაარსებიდან დღემდე (2022 წლის 1 მარტიდან) არც ერთი საჯარო მოხელე სამსახურიდან არ გაუთავისუფლებია. აქვე განვმარტავთ, რომ  სამსახურს საჯარო მოხელეების გარდა ამ პერიოდის განმავლობაში დამხმარე და არამუდმივი ამოცანების, მათ შორის ექსპერტული სამუშაოს შესასრულებლად ათობით მოკლევადიანი შრომითი ხელშეკრულება ჰქონდა სხვადასხვა პირთან გაფორმებული და არც ერთი მათგანი ვადაზე ადრე არ გათავისუფლებულა.

მიგვაჩნია, რომ გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს სამსახურის რეპუტაციის შელახვის მიზანმიმართულ მცდელობას“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.