რა შემთხვევაში შეგიძლიათ დაგროვებითი პენსიის გატანა
1736760501
კალიფორნიის შტატის ლოს-ანჯელესის ოლქში ტყეებიდან დაწყებული მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს, რომელიც ძლიერი ქარის გამო სწრაფად გავრცელდა დასახლებულ რაიონებზე.
ხანძრების შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, 10 ადამიანი. სტიქიური უბედურების ზონიდან ევაკუირებულია ათეულობით ათასი ადგილობრივი მცხოვრები.
ხანძრის შედეგად სახლები დაკარგეს ჰოლივუდის ვარსკვლავებმა: პერის ჰილტონმა, ანა ფერისმა, ჯენიფერ ლავ ჰიუიტმა, ლეიტონ მისტერმა, ჯენიფერ გრეიმ, კერი ელვისმა, ბილი კრისტალმა, ჯეიმს ვუდსმა, დაიან უორენმა და ედამ ბროუდიმ.
ხანძარს სასწაულებრივად გადაურჩა ბიზნესმენის, დევიდ შტეინერის 6.9 მილიონ დოლარად შეფასებული სახლი.
შტაინერი თავისი სახლის გადარჩენას მის მტკიცე, მიწისძვრა გამძლე კონსტრუქციას მიაწერს. აშენებული "სუპერ ძლიერი კონსტრუქციის" გამოყენებით, ოთხ საძინებლიანი, 4200 კვადრატული ფუტის ვილა ნაშენია ქვისა და ცეცხლგამძლე მოსაპირკეთებელი მასალისგან, აღჭურვილია ცეცხლგამძლე სახურავით და ღობეებით, რომლებიც 50 ფუტის სიღრმეზეა კლდეში ჩადგმული, რათა გაუძლოს სეისმურ აქტივობას. ”
სასიხარულო სიახლე მძღოლებისთვის
1736758301