ლოცვა, რომელიც დღეს ღამის 12 საათზე უნდა წაიკითხოთ

შობა

13 იანვარს ძველით ახალი წელი აღინიშნება და სტუმრებს ყოველთვის ეპატიჟებიან. ამ დღეს დიდ ყურედღებას აქცევენ მეკვლეობას. ვინ შევა პირველი სახლის ზღუბრლზე. როგორ დალოცავს ოჯახს და ა.შ.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ჩვენვე წარმოვთქვათ ლოცვა ოჯახის კეთილდღეობისთვის და კიდევ ერთხელ ვადიდოთ უფალი:

ლოცვა ახალი წლისთვის წასაკითხი

ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედო, ჟამთა და წელთა თვისითა ხელმწიფებითა დამსხმელო, აკურთხე გვირგვინი ამის წელიწდისა სიტკბოებითა შენითა უფალო, დაიცევ ერი და სამწყსო შენი, რომელი გევედრებიან ღმრთის-მშობელისა მიერ, დიდისაებრ წყალობისა შენისა.

რომელი მკვიდრ-ხარ მაღალთა შინა ქრისტე მეუფეო, ყოველთა ხილულთა და უხილავთა შემოქმედო და დამბადებელო, რომელმან დღენი და ღამენი, ჟამნი და წელნი ჰქმენ, აკურთხე გვირგვინი ამის წელიწდისა, დაიცევ და შეზღუდე მშვიდობით მართლმადიდებელი მეფეჲ და ქალაქი, და ერი შენი, მრავალ მოწყალე.