14 იანვარი მისტიკური დღეა - შეგიძლიათ საკუთარი მომავალი იწინასწარმეტყველოთ
1736798885
„ქართული ოცნებისთვის" გაუგებარია, რატომ ემშვიდობება მიხაელ როთი გერმანიის პოლიტიკიდან წასვლამდე ქართველ ამომრჩეველს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელი ოპოზიციის მოკავშირეა.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, როთი არის იმის ნათელი მაგალითი, როგორი არ უნდა იყოს ევროპა და ევროპული ბიუროკრატია.
„მივესალმებით მის განცხადებებსაც, ეს არის ნათელი მაგალითი, როგორი არ უნდა იყოს ევროპა და ევროპული ბიუროკრატია. ეს ყველაფერი მალე დამთავრდება, მერწმუნეთ. მსოფლიოში საკმაოდ საინტერესო პროცესები მიმდინარეობს და ტრამპის ადმინისტრაციამ რა განცხადებებიც გააკეთა, თუნდაც "დიფ სტეითის" წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ამას მივესალმებით", - განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე თბილისშია და შეხვედრებს მართავს.