ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილის სასამართლო პროცესი 20 იანვრამდე გადაიდო

პროცესი

პარლამენტთან რკინის ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებულების - ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილის სასამართლო პროცესი 20 იანვარს გაგრძელდება. დღევანდელ სხდომაზე გაჟღერდა საპროცესო შეთანხმების საკითხი. პროკურორმა თქვა, რომ მზად იყო დასკვნითი სიტყვისთვის, თუმცა ადვოკატმა პირველად ახსენა პოზიცია საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების შესახებ. ომარ ოკრიბელაშვილის ადვოკატმა თქვა, რომ დაცვის მხარე თანახმაა პროკურორის შეთავაზებაზე.

რაც შეეხება საბა მეფარიშვილს, ამ ეტაპზე, ის თავის ინტერესებს თავად იცავს. მან საპროცესო შეთანხმებაზე დღეს უარი განაცხადა. ადვოკატის თქმით, მუხლის გადაკვალიფიცირების და პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ბრალდებულებს ამნისტია შეეხებათ და ისინი მაშინვე გათავისუფლდებიან. მოსამართლემ სასამართლო 20 იანვრამდე გადადო, რათა ბრალდებულები პოზიციაზე ჩამოყალიბდნენ.