ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე აბუ დაბიდან მიმართვას ავრცელებენ
1736782536
საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 582 ათასი ადამიანია. 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 15,458-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 61.1 მლნ ლარი.
საპენსიო აქტივების ღირებულება, კი შეადგენს 6.1 მლრდ ლარს, მათ შორის დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.43 მლრდ ლარს გადააჭარბა.
საპენსიო ასაკში რა ფორმით შეიძლება პენსიის გატანა?
საპენსიო ასაკში პენსიის გაცემა შესაძლებელია მოხდეს:
პროგრამული გატანის გზით, რაც გულისხმობს მონაწილის პენსიაზე გასვლის თარიღისთვის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების სიცოცხლის მოსალოდნელ დარჩენილ ხანგრძლივობაზე გაყოფას და ყოველთვიური პენსიის სახით მიღებას;ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივებით სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენის გზით, რაც გულისხმობს მონაწილის მიერ კერძო საპენსიო სადაზღვევო პროდუქტის შეძენას და პენსიის მიღებას სიცოცხლის ბოლომდე;მონაწილის პენსიაზე გასვლის თარიღისთვის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების გზით. ასეთი მეთოდით, პენსიის გატანა შესაძლებელია, იმ შემთხვევაში, თუ პირი გაწევრიანდა საპენსიო სქემაში საპენსიო ასაკამდე არაუმეტეს 5 წლით ადრე.