იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრა

იაპონიაში, კიუსუს რეგიონში ძლიერი მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 6.6 მაგნიტუდა შეადგინა.

ინფორმაციას თურქული მედია ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიურ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

მიწისძვრის ეპიცენტრი, მიწის ქვეშ, 37 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.