რა თქვა სანიოლმა სომხეთთან მატჩის შემდეგ
1742751110
უცნაური შემთხვევა დაფიქსირდა ირლანდიაში, კერძოდ კი ქალაქ კარლოუს საფოსტო განყოფილებაში. კუთვნილი პენსიის მისაღებად, ფოსტაში „გარდაცვლილი“ მივიდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ-იორკ თაიმსი“ ავრცელებს.
2 ეჭვმიტანილი კაცი ირწმუნება, რომ ავადმყოფი ნათესავი მიიყვანეს საფოსტო განყოფილებაში, რათა მას პენსია აეღო, მაგრამ, მათი მტკიცებით, იგი საფოსტო განყოფილებაში გარდაიცვალა ისე, რომ ფულის აღება ვერ მოასწრო.
გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილებს უნდოდათ ავადმყოფის ფული მიესაკუთრებინათ, ისინი მანამდეც იყვნენ მისულები ფოსტაში და განაცხადეს, რომ მათი ნათესავი ავად იყო და ცდილობდნენ მისი კუთვნილი პენსიის აღებას. პასუხად კი მიიღეს, რომ პენსიის აღებას მათი ნათესავი მხოლოდ ადგილზე მისვლის შედეგად შეძლებდა. ამის შემდეგ მათ მხატვარი მიიყვანეს ფოსტაში, თუმცა უცნობია, იგი ცოცხალი იყო თუ უკვე გარდაცვლილი.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. ახლა სამართალდამცველებმა უნდა დაადგინონ, ფოსტაში პენსიონერი კაცი ცოცხალი მიიყვანეს თუ გარდაცვლილი.