დააკავეს 39 წლის მამაკაცი, რომელიც ცნობილ მომღერალს მკვლელობით ემუქრებოდა - (უკრაინა)

უკრაიან

უკრაინაში დააკავეს 39 წლის მამაკაცი, რომელიც ცნობილ მომღერალს მკვლელობით ემუქრებოდა.

ამის შესახებ ადგლობირივი მედია წერს.

„პოლიციამ ბრალდებულის კვალს მიაგნო. ის ჩერკასში ცხოვრობს. დაბადებულია 1981-წელს. დიდი ხნის განმავლობაში მამაკაცი მომღერალს მოკვლით ემუქრებოდა, ავიწროებდა და მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნიდა“,- ნათქვამია უკრაინის პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც გამოცემა იუწყება,  უკრაინელმა მომღერალმა, ზლატა ოგნევიჩმა პოლიციას დახმარების თხოვნით რამდენიმე დღის წინ მიმართა. ის აცხადებდა, რომ უცნობი მამაკაცი მას დიდი ხნის განმავლობაში მოკვლით ემუქრებოდა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.