რატომ არ უნდა დატოვოთ ტელეფონის დამტენი დენის წყაროში
1734037881
27 წლის ემიგრანტი სალომე ტეტუნაშვილი, რომელიც 4 დღე დაკარგული იყო. ის რამდენიმე წუთის წინ იპოვეს და ცოცხალია. ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმთთაიმს“ სალომე ტეტუნაშვილის მეგობარმა, ქეთი პაპელაშვილმა დაუდასტურა.
მისი თქმით, ტეტუნაშვილი თავს კარგად გრძნობს და ახლა პოლიციას გამოკითხვაზე გადაჰყავს.
„იპოვეს სალომე, ახლა პოლიციაში მიჰყავთ დაკითხვაზე. კარგად არის, ნორმალურად. როგორ მოხვდა საავადმყოფოში ეს დეტალები არ ვიცი, დაახლოებით ნახევარი საათის წინ გავიგე მისი პოვნის შესახებ . ჭკუაზე არ ვართ, მთელი საქართველო ვლოცულობდით ამ გოგოზე, არ ვიცი როგორ მოხდა, მთავარია ცოცხალია და ჯანმრთელია. რა როგორ მოხდა ამას უკვე უნდა ჩაეძიონ და გამოიძიონ“, - ამბობს ჩვენთან საუბრისას სალომე ტეტუნაშვილის მეგობარი.