უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
1685548125
ინდოეთში მცხოვრებმა 85 წლის პენსიონერმა კორონავირუსის ვაქცინა 12-ჯერ გაიკეთა.
ინფორმაციას The New York Times ავრცელებს.
ბრაჰმდეო მანდალი აცხადებს, რომ კოვიდვაქცინა პირველად 2021 წლის 13 თებერვალს გაიკეთა. მამაკაცი მიიჩნევს, რომ ვაქცინები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას გააუმჯობესებს.
„ზურგის ტკივილი შემცირდა, ზოგადი სისუსტე გაქრა, მადა გამიუმჯობესდა“, - აღნიშნა მან.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო იმის გასარკვევად, თუ როგორ მოახერხა მამაკაცმა ვაქცინის ამდენი დოზის მიღება.