1738263955
კლიჩკო კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დაუპირისპირდა
კიევის მერი ვიტალი კლიჩკო დედაქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ტიმურ ტკაჩენკოს დაუპირისპირდა.
საგანგებო ვიდეომიმართვაში ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ტიმურ ტკაჩენკო მის გადაწყვეტილებებს ბლოკავს, მისი გარემოცვა კი პოლიტიკურ ინტრიგებშია ჩართული.
თავის მხრივ, ტკაჩენკომ კლიჩკოს განცხადებებს „უსაფუძვლო“ უწოდა და აღნიშნა, რომ სამხედრო ადმინისტრაცია გააკეთებს კიეველებისთვის იმას, რასაც ვერ აკეთებს მერია.
უკრაინის პრეზიდენტმა ტკაჩენკო კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად გასული წლის ბოლოს დანიშნა. მანამდე ის რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე იყო.