„განკითხვის დღე“ პუტინისთვის - ბრიტანეთის ყოფილი პრემიერები პუტინის ნიურნბერგის მოდელის ტრიბუნალზე წარდგომას ითხოვენ

პუტინი

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრები გორდონ ბრაუნი და ჯონ მეიჯორი, ჯამში 140 სხვა აკადემიკოსებთან და პოლიტიკოსებთან ერთად, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ნიურნბერგის მოდელის ტრიბუნალზე წარდგომას ითხოვენ. 

„ბრიტანეთიდან, რომელიც დამსახურებულად ამაყობს დემოკრატიითა და კანონის უზენაესობით, მკაფიო მესიჯი უნდა გავრცელდეს. ნიურნბერგის პროცესზე ჩვენ ომის ნაცისტ დამნაშავეების პასუხისმგებლობა დავაკისრეთ. 8 ათწლეულის შემდეგ ჩვენ აუცილებელია დავრწმუნდეთ, რომ პუტინისთვისაც დადგება „განკითხვის დღე“.

ბერლინის კედლის ჩამოშლის შემდეგ, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ დემოკრატია და კანონის უზენაესობა გაიმარჯვებდა, მაგრამ პუტინი ამას ძალის გამოყენებით ანაცვლებს. თუ ჩვენ ახლა მკაფიო სიგნალს არ გავგზავნით, სხვა ქვეყნებშიც აღმოვჩნდებით აგრესიის წინაშე, რაც ასევე დაუსჯელი შესაძლოა დარჩეს",  - განაცხადა ბრაუნმა დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა BBC-სთან ინტერვიუში.

ასევე, მოთხოვნას ხელს აწერენ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, ნიურნბერგის სამხედრო ტრიბუნალის ყოფილი პროკურორი ბენჯამინ ფერენცი და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლას ბრატცა.