66 000-ზე მეტ პირს დავალიანება გაუნულდება! - ნახეთ, ვის შეეხება ცვლილებები
1740253942
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში, მუდმივი წარმომადგენელი სუამ-ში გიორგი ზაქარაშვილი საქართველოს მოქალაქეების უკრაინიდან ევაკუაციაზე საუბრობს.
მისივე განმარტებით, დაახლოებით 2 000 საქართველოს მოქალაქე უკვე გაყვანილია სხვადასხვა მიმართულებით.
მან ასევე გარდაცვლილ ქართველ ჯარისკაცებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღემდე გარდაცვლილ 2 სამხედროს ჯერ ლვივში, შემდეგ კი - პოლონეთიდან საქართველოში გადმოასვენებენ.
„ტექნიკური მხარე ფაქტობრივად ყველაფერი დალაგებული და გარკვეულია. მოხდება ვარშავაში ცხედრების გადასვენება, სადაც უკვე პოლონეთში ჩვენი საელჩო ჩაერთვება და მოხდება საქართველოში გადაყვანა სავარაუდოდ თვითმფრინავით,"- აცხადებს გიორგი ზაქარაშვილი.