დავაყენებთ კრემლის პასუხისმგებლობას - ევროკომისიის პრეზიდენტი

ursula fon der laini

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ დონბასში სპეციალურ სამხედრო ოპერაციის დაწყებას Twitter-ზე ეხმაურება.

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის გაუმართლებელ თავდასხმას უკრაინაზე. ამ ბნელ საათებში ჩვენი ფიქრები უკრაინასთან, უდანაშაულო ქალების, მამაკაცებისა და ბავშვებისკენაა მიმართული, რადგან ისინი ამ არაპროვოცირებულ თავდასხმას აწყდებიან და ეშინიათ მათი სიცოცხლისთვის. ჩვენ კრემლის პასუხისმგებლობას დავაყენებთ," - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ, ომი ოფიციალურად გამოაცხადა