ჩვენი დასავლელი მეგობრები საერთაშორისო სამართალს პატივს არ სცემენ - ლავროვი

ლავროვი

„ჩვენი დასავლელი მეგობრები საერთაშორისო სამართალს პატივს არ სცემენ და ცდილობენ, რომ ის გაანადგურონ და ხელი შეუწყონ როგორც თავად ეძახიან „წესებზე დაფუძნებულ წესრიგს“ - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. 

 „სამწუხაროდ, ჩვენი დასავლელი მეგობრები საერთაშორისო სამართალს პატივს არ სცემენ და ცდილობენ, რომ ის გაანადგურონ და ხელი შეუწყონ როგორც თავად ეძახიან „წესებზე დაფუძნებულ წესრიგს“. ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან და ნატოს სხვა წევრებთან ინტენსიური და დეტალური დიალოგი გვქონდა. იმედი გვაქვს, ჯერ კიდევ არსებობს საერთაშორისო სამართლისა და ვალდებულებების დაბრუნების შანსი. რუსეთი ყოველთვის მზადაა დიალოგისთვის“, - თქვა ლავროვმა.

სხვა სიახლეები