პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მილანის მერმა, ჯუზეპე სალამ განაცხადა, რომ ცნობილმა დირიჟორმა ვალერი გერგიევმა, რომელიც ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერია, უნდა დაგმოს თავდასხმა უკრაინაზე, თუ მას სურს „ლა სკალას“ თეატრთან თანამშრომლობის გაგრძელება, სადაც ის ამჟამად ჩაიკოვსკის „პიკის ქალს“ დგამს.
„ლა სკალაში“ ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი „პიკის ქალი“ მაესტრო ვალერი გერგიევის ხელმძღვანელობით, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ პუტინთან დაახლოებულია. ჩვენ თეატრის დირექტორთან ერთად ვთხოვთ მას, გამოაცხადოს მკაფიო პოზიცია ამ ინტერვენციასთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ამ თანამშრომლობის დასრულება“, – განაცხადა მილანის მერმა, რომლის განცხადებასაც იტალიური სააგენტო „ანსა“ ავრცელებს.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
5 ნიშანი იმისა, რომ ანგელოზი გმფარველობთ
1732355944