3 რამ, რაც ბავშვმა მამასთან ერთად უნდა გააკეთოს - ფსიქოლოგის რეკომენდაცია

მამა-შვილი

ფსიქოლოგი თამარ ცირამუა ასახელებს 3 მოქმედებას, რომელიც ბავშვმა მამასთან ერთად უნდა გააკეთოს.

პირველი, უნდა ითამაშონ, რაღა თქმა უნდა. შექმნან რაღაც ერთად: ააწყონ, დახატონ, მოამზადონ რაიმე და უბრალოდ, ისაუბრონ. არა მხოლოდ სკოლაზე, ნიშნებზე, წესებზე - ისაუბრონ ემოციებზე, თუ როგორ გრძნობს ბავშვი თავს, რა უყვარს ყველაზე მეტად, რისი ეშინია და ა.შ.

პატარას მამასთან და ზოგადად, მშობლებთან გატარებული დრო, განსაკუთრებით, მაშინ ამახსოვრდება, როდესაც თავს გრძნობს მნიშვნელოვნად და საყვარელ ადამიანად,“ - ამბობს ფსიქოლოგი.