უკრაინელებმა გრძელი ფრონტის ხაზზე უმეტეს ადგილებში შეაჩერეს რუსების შემოტევა - ზურა ბატიაშვილი

zura batiashvili

„მოკლედ, ამ მომენტისთვის არსებული სამხედრო მდგომარეობა: უკრაინელებმა გრძელი ფრონტის ხაზზე უმეტეს ადგილებში შეაჩერეს რუსების შემოტევა.

თუმცა 3 მიმართულებით რუსებმა მაინც შეძლეს წინსვლა“,- წერს სოციალურ ქსელში, ექსპერტი ზურა ბატიაშვილი.

„ყველაზე მნიშვნელოვანია დედაქალაქ კიევის ჩრდილოეთი მიმართულება, სადაც რუსებმა საჰაერო დესანტი გადმოსხეს და სადაც (მათ შორის საშიშ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურთან) ამ წუთებშიც მიმდინარეობს მძიმე ბრძოლები.

რუსები მალევე მიადგნენ ხარკოვს. თუმცა, ქალაქის შესასვლელთან სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდათ და შეჩერდნენ. ბრძოლები გრძელდება.

და სამხრეთით, სადაც რუსებმა GRU-ს სპეცრაზმელების დესანტის გამოყენებით დაიკავეს ხერსონის მხარის ნაწილი.

ორივე მხრიდან ბევრია დაღუპული და დაჭრილი. განადგურებულია ათეულობით სამხედრო ტექნიკა“,- წერს ზურა ბატიაშვილი.