1740388520
სახმელეთო ოპერაციებში უკრაინის არმიას უპირატესობა აქვს... ის საკუთარ მიწა-წყალს იცავს! - მამუკა გამყრელიძე

„მოულოდნელობის ეფექტმა არ იმუშავა. ბლიცკრიგი არ გამოუვიდათ. გოსტომელში (35 კმ კიევიდან) მიმდინარე ბრძოლები ჯარის შემოსვლას არ მოჰყოლია, არამედ 34 ვერტმფრენით გადმოსხმული დესანტია. 3 ჩამოაგდეს. დანარჩენების ლიკვიდაცია მიდისო. ეს სულ ნარჩევი სამხედროები არიან. ბრძანებაა გაცემული ლიკვიდაციაზე“,- წერს სოციალურ ქსელში მამუკა გამყრელიძე.
„აღმოსავლეთ მიმართულებაც დასტაბილურდა. პრობლემა მხოლოდ სამხრეთია. იმედია იქაც გაუძლებენ.
სახმელეთო ოპერაციებში უკრაინის არმიას უპირატესობა აქვს. ის საკუთარ მიწა-წყალს იცავს!
ღმერთო შენ უშველე იმ პატრიოტ ბიჭებს და გოგოებს“,- წერს მამუკა გამყრელიძე.